Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში პარლამენტის – ეროვნული ასამბლეის


პაკისტანში პარლამენტის – ეროვნული ასამბლეის – არჩევნები 10 ოქტომბერს გაიმართება.

პაკისტანში პარლამენტის – ეროვნული ასამბლეის – არჩევნები 10 ოქტომბერს გაიმართება.
ამის შესახებ იტყობინება ცენტრალური საარჩევნო კომისია. როგორც პაკისტანის პრეზიდენტმა, ფერვეზ მუშარაფმა განაცხადა, არჩევნები სამოქალაქო მმართველობისკენ დაბრუნებას ნიშნავს. მუშარაფი 1999 წლის შემოდგომაზე სამხედრო გადატრიალების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ახლანდელი კანონმდებლობის თანახმად, პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ბენაზირ ბჰუტოსა და ნავაზ შარიფს, არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ორივე ექსპრემიერი უცხოეთში იმყოფება დევნილობაში.
XS
SM
MD
LG