Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა


შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა,

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა,
რომ ამერიკელი სამხედროები, ერთი კვირის შემდეგ მორიგ გამოცდას ჩაატარებენ სარაკეტო დაცვის ახალი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. შემხვედრმა რაკეტამ, წყნარი ოკეანის თავზე უნდა გაანადგუროს რაკეტა, რომელიც თითქმის 8000 კილომეტრით დაშორებული კალიფორნიის ერთ-ერთი სამხედრო ბაზიდან იქნება გატყორცნილი. ამასთანავე, პირველად ამოქმედდება ზღვაში განთავსებული რადარული სისტემა. ამგვარი რადარების გამოყენება, ამერიკა-საბჭოთა კავშირს შორის 1972 წელს დადებული ანტიბალისტიური სარაკეტო ხელშეკრულებით იყო აკრძალული. ივნისში, შეერთებული შტატები ოფიციალურად გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან.
XS
SM
MD
LG