Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარები განაგრძობენ რეიდებს მდინარე


ისრაელის ჯარები განაგრძობენ რეიდებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ისრაელის ჯარები განაგრძობენ რეიდებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
დღეს ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ ცოტა 16 პალესტინელი დააკავეს. ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის ტანკებმა ცეცხლი გაუხსნეს ლტოლვილთა ბანაკ ხან იუნისს. 4 ადამიანი დაიჭრა. ისრაელის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ ცეცხლი გახსნეს ებრაული დასახლების მახლობლად მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე თავდასხმის საპასუხოდ. ისრაელის სამხედრო რადიოს ცნობით, პალესტინელმა მეომრებმა ცეცხლი გაუხსნეს კიდევ ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს რამალას მახლობლად, დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG