Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთის პოლიციის უფროსი გადააყენეს იმის


ალბანეთის პოლიციის უფროსი გადააყენეს იმის გამო,

ალბანეთის პოლიციის უფროსი გადააყენეს იმის გამო,
რომ ნარკოტიკების კონტრაბანდისა და არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციას ვერ გაართვა თავი. ეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელშიც ალბანეთის პოლიციისა და ფლოტის სრული შემადგენლობა მონაწილეობდა, გასულ კვირაში ჩატარდა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. მასში – საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალები და იტალიის საბაჟო სამსახურიც მონაწილეობდა. ალბანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პოლიციის შეფმა ვერ შეასრულა დავალება და ვერ უზრუნველყო დაკავება სწრაფმავალი კატარღებისა, რომლებითაც კონტრაბანდისტები სარგებლობენ.
XS
SM
MD
LG