Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში ერაყის მოქალაქეთა ჯგუფმა ერაყის


ბერლინში ერაყის მოქალაქეთა ჯგუფმა ერაყის საელჩო დაიკავა. გერმანიის პოლიციამ ძალის გამოყენების გარეშე შეძლო ინციდენტის აღკვეთა.

ბერლინში ერაყის მოქალაქეთა ჯგუფმა ერაყის საელჩო დაიკავა. გერმანიის პოლიციამ ძალის გამოყენების გარეშე შეძლო ინციდენტის აღკვეთა.
საელჩო ხელში ჩაიგდეს ოპოზიციური დაჯგუფების წევრებმა, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ”ერაყის დემოკრატიულ ოპოზიციას გერმანიაში”. დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესმა” მიიღო, ნათქვამია, რომ ერაყის საელჩო დაკავებულია სადამ ჰუსეინის დესპოტური რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მიმართვაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს. გერმანიის პოლიციის ცნობით, საელჩოს შენობის დაკავების დროს დაშავდა საელჩოს ორი თანამშრომელი. საელჩოს პერსონალი, მათ შორის, უმაღლესი რანგის დიპლომატი, მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
XS
SM
MD
LG