Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მოუწოდა საქართველოს


რუსეთმა მოუწოდა საქართველოს,

რუსეთმა მოუწოდა საქართველოს,
ერთობლივად გამონახონ თანამშრომლობის ფორმები საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და პანკისის ხეობის პრობლემის მოგვარების საქმეში. განცხადებაში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნათქვამია, რომ პანკისში მყოფი შეიარაღებული ჩეჩენი მებრძოლები და საერთაშორისო ტერორისტები განუწყვეტლივ აწყობენ გამოხდომებს რუსეთის ტერიტორიაზე, რითაც მის უშიშროებას უქმნიან საფრთხეს. განცხადებაში გამოთქმულია ასევე მოსკოვის მზადყოფნა - თბილისთან ითანამშრომლოს, რათა პანკისში მყოფი ლტოლვილები რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ჩეჩნეთში. ამასობაში, საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე, შაბათს, პროტესტი გამოთქვა ამოუცნობი თვითმფრინავების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევისა და პარასკევს პანკისის ხეობის დაბომბვის გამო.
XS
SM
MD
LG