Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ედუარდ შევარდნაძე პანკისის ხეობაში


დღეს ედუარდ შევარდნაძე პანკისის ხეობაში ჩავიდა, სადაც სოფელ დუისში შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობას.

დღეს ედუარდ შევარდნაძე პანკისის ხეობაში ჩავიდა, სადაც სოფელ დუისში შეხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ხელმძღვანელობას.
სახელმწიფო კანცელარიის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი გაეცნო რეგიონში კვირას დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის მიმდინარეობის დეტალებს. მანამდე ედუარდ შევარდნაძემ სამძიმარი გამოუთქვა პარასკევს, რუსეთის ავიაციის დაბომბვის შედეგად, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაღუპული გურამ ოტიაშვილის ოჯახს. პანკისის ხეობაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები კობა ნარჩემაშვილი და ვალერი ხაბურძანია, რომლებიც უშუალოდ ადგილზე აკონტროლებენ ანტიკრიმინალური ოპერაციის მიმდინარეობას.
XS
SM
MD
LG