Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მოკვლას


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მოკვლას გადაურჩა ქალაქ ყანდაარში, სადაც მის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მოკვლას გადაურჩა ქალაქ ყანდაარში, სადაც მის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა აბდულას განცხადებით, მოიერიშე, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ყანდაარის გუბერნატორის რეზიდენციაში მცველად მუშაობდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კარზაის ერთ-ერთმა მცველმა. ურთიერთსროლაში ეს უკანასკნელიც დაიღუპა. ხოლო ყანდაარის გუბერნატორი გულ აღა შერზაი კისერში დაიჭრა. თუმცა, აბდულას თქმით, ეჭვს არ იწვევს, რომ მოიერიშის მიზანი კარზაის მოკვლა იყო. როგორც იუწყებიან, კარზაი არ დაშავებულა და მშვიდობიანად დაბრუნდა გუბერნატორის სტუმრებისათვის განკუთვნილ სახლში. ყანდაარში კარზაიზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ძლიერი აფეთქება მოხდა დედაქალაქ ქაბულში, რის შედეგად სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა. ბომბი ავტომანქანაში იყო ჩადებული და ხალხით სავსე ბაზარში აფეთქდა. ზოგი ოფიციალური პირის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია.
XS
SM
MD
LG