Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ ბიშკეკში, ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს


წუხელ ბიშკეკში, ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს მდივანზე მისირ აშირყულოვზე მოხდა თავდასხმა.

წუხელ ბიშკეკში, ყირგიზეთის უშიშროების საბჭოს მდივანზე მისირ აშირყულოვზე მოხდა თავდასხმა.
აშირყულოვი ავტომანქანიდან გადმოდიოდა თავისი სახლის წინ, როცა დაუდგენელმა პირებმა მას 3 ხელყუმბარა ესროლეს. აშირყულოვი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობასაც ასრულებს, პირველმა ხელყუმბარამ დაჭრა, რის შემდეგ მძღოლმა იგი მანქანაში ჩასვა. ყირგიზეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ბოლოტ ჯანუზაკოვმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
XS
SM
MD
LG