Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები განაგრძობენ ერაყთან


აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები განაგრძობენ ერაყთან მიმართებით ვაშინგტონის პოზიციის განმარტებას.

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები განაგრძობენ ერაყთან მიმართებით ვაშინგტონის პოზიციის განმარტებას.
ტელეკომპანია “ფოქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, ბაღდადის წინააღმდეგ მარტომ იმოქმედოს. პაუელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს სრული უფლება აქვს, მიმართოს იძულებით ნაბიჯებს, რათა საკუთარი თავი ერაყის მხრიდან მომდინარე ხიფათისგან დაიცვას. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ, ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ინტერვიუში, სადამ ჰუსეინის რეჟიმი ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. დღესვე, ტელეარხ CBS-ით გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ხელთ არსებული სარწმუნო მასალის თანახმად, ბაღდადი გამუდმებით არღვევს გაეროს მიერ ერაყის განიარაღების საკითხში მიღებულ რეზოლუციებს. დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაშინგტონს, თავი შეიკავოს ერაყის წინააღმდეგ ერთპიროვნული მოქმედებისგან.
XS
SM
MD
LG