Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში კვლავინდებურად არასტაბილური ვითარებაა. ადგილობრივ


ავღანეთში კვლავინდებურად არასტაბილური ვითარებაა. ადგილობრივ საველე მეთაურთა დაპირისპირება შეუძლებელს ხდის ქვეყანაში წესრიგის დამყარებას.

ავღანეთში კვლავინდებურად არასტაბილური ვითარებაა. ადგილობრივ საველე მეთაურთა დაპირისპირება შეუძლებელს ხდის ქვეყანაში წესრიგის დამყარებას.
ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ავღანეთში გაეროს საგანგებო წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ. მისი თქმით, ავღანეთში შექმნილ მდგომარეობას პარასკევს, ნიუ იორკში განიხილავენ 20 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. სხდომა დახურული იქნება. სამხრეთ-აღმოსავლეთი ავღანეთის ხოსტის პროვინციაში გრძელდება ცხარე შეტაკებები სამთავრობო ჯარსა და მეამბოხეთა საველე მეთაურის ფაჯა ხან ზადრანის შენაერთებს შორის. თავის დროზე ზადრანი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო: შარშან, დეკემბერში, ბონში მიღწეული შეთანხმების შედეგად იგი პაკტიის პროვინციის გუბერნატორად დაინიშნა, მაგრამ თებერვალში იგი თანამდებობიდან მოხსნა ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ. ამის შემდეგ ზადრანი კარზაის მთავრობას ებრძვის.
XS
SM
MD
LG