Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა


ისრაელმა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა არაბ ნაჰად აბუ კიშაკს, რომელიც “ჰამასის” ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

ისრაელმა ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა არაბ ნაჰად აბუ კიშაკს, რომელიც “ჰამასის” ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აბუ კიშაკი რამდენიმე ტერორისტს ისრაელის ტერიტორიაზე შესვლაში დაეხმარა. დღესვე გამოცხადდა, რომ იერუსალიმში დააკავეს სამი პალესტინელი, რომლებიც ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ. კერძოდ, მათ განზრახული ჰქონდათ იერუსალიმის ერთ-ერთ პოპულარულ კაფეში საჭმელი მოეწამლათ.
XS
SM
MD
LG