Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმის დასადგენად, აქვს თუ არა


იმის დასადგენად, აქვს თუ არა ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი, საჭიროა, რომ ერაყში დაბრუნდნენ განიარაღების ინსპექტორები,

იმის დასადგენად, აქვს თუ არა ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი, საჭიროა, რომ ერაყში დაბრუნდნენ განიარაღების ინსპექტორები,
განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ნიუ იორკში. მან აგრეთვე თქვა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფოების საშინაო საქმეში ჩარევის მიზნით.
ერაყის ვიცე-პრეზიდნტმა ტაჰა იასინ რამადანმა თქვა, რომ სიცრუეა შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მტკიცება, თითქოს ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდეს, ამის მტკიცება მათ მხოლოდ სადამ ჰუსეინის ჩამოგდების მიზნით სამხედრო ოპერაციის მოსაწყობად სჭირდებათ, თქვა მან.
ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა ბრიტანეთის პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვა, რომ თუკი ერაყი უარს იტყვის განიარაღების ინსპექტორების ერაყში შეშვებაზე, ამას მოჰყვება მოქმედება.
ევროპის კომისიის პრეზიდენტმა რომანო პროდიმ თქვა, რომ ის წინააღმდეგია ერთმხრივი ქმედებისა ერაყის წინააღმდეგ, შეერთებულმა შტატებმა გაერო უნდა მიიმხროს, ვიდრე იმოქმედებდეს.
XS
SM
MD
LG