Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭომ სომხეთს წაუყენა ულტიმატუმი


ევროპის საბჭომ სომხეთს წაუყენა ულტიმატუმი, მომავალი წლის ივნისამდე გააუქმოს სიკვდილით დასჯა მშვიდობიან პერიოდში.

ევროპის საბჭომ სომხეთს წაუყენა ულტიმატუმი, მომავალი წლის ივნისამდე გააუქმოს სიკვდილით დასჯა მშვიდობიან პერიოდში.
ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოვანეს ჰოვანესიანმა, რომლის თქმით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სომხეთს სანქციებით დაემუქრა ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 2001 წლის იანვარში სომხეთის ევროსაბჭოში მიღებისას მთავარი წინაპირობა იყო ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-6 ოქმის რატიფიცირება. ეს დოკუმენტი კრძალავს სიკვდილით დასჯას. გამონაკლისია მხოლოდ ომის პერიოდი. 1990 წლიდან მოყოლებული სომხეთში სიკვდილით დასჯაზე არაოფიციალური მორატორიუმი მოქმედებდა. მაგრამ კანონმდებლებმა ამას წინათ დაამტკიცეს სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომელიც დასაშვებად აცხადებს სიკვდილით დასჯას 1999 წელს სომხეთის პარლამენტზე თავდასხმაში მონაწილე პირების შემთხვევაში. ამ კანონის მიღებას ევროსაბჭო მკაცრი კრიტიკით გამოეხმაურა.
XS
SM
MD
LG