Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა -


მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა - პირველი ამ ქვეყანაში შარშან ეთნიკური ალბანელების ამბოხების შემდეგ.

მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა - პირველი ამ ქვეყანაში შარშან ეთნიკური ალბანელების ამბოხების შემდეგ.
დედაქალაქ სკოპიეში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეთა რიცხვმა ელექტორატის 50 პროცენტს გადააჭარბა, რის შედეგად, მაკედონიის კანონებით, ის ჩატარებულად გამოცხადდა. კენჭისყრის წინასწარი ოფიციალური შედეგები ორშაბათს საღამოს გამოქვეყნდება. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, პოლიტიკური ძალებიდან ლიდერობენ პრემიერ-მინისტრ ლიუბჩო გეორგიევსკის მმართველი ნაციონალისტური პარტია და ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბრანკო ჩრვენკოვსკის სოციალ-დემოკრატიული პარტია. ეთნიკურ ალბანელ ამომრჩეველთა შორის კი, სავრაუდოდ, ფართო მხარდაჭერა მოიპოვა ალი აჰმეტიმ - ეთნიკური ალბანელების სარდალმა შარშანდელ ამბოხებაში, რის შემდეგ ის პოლიტიკური მოღვაწე გახდა. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში აღრიცხული ძალადობის აქტების გამო ნატოს სამშვიდობო ძალები დღეს კრიზისისთვის მომზადებული იყვნენ, მაგრამ კენჭისყრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. აღირიცხა სულ რამდენიმე დარღვევა.
XS
SM
MD
LG