Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში საყოველთაო არჩევნებამდე ერთ დღეზე


გერმანიაში საყოველთაო არჩევნებამდე ერთ დღეზე ცოტა მეტი რჩება.

გერმანიაში საყოველთაო არჩევნებამდე ერთ დღეზე ცოტა მეტი რჩება.
საარჩევნო კამპანია დღეს სრულდება. უშუალოდ არჩევნების წინ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ბანაკში მოხდა სკანდალი, რომელმაც, შესაძლოა, ძირი გამოუთხალოს მმართველი კოალიციის შანსებს. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰერტა დოიბლერ-გმელინმა ამ დღეებში თქვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს სურს ერაყთან ომი დაიწყოს, რათა შიდა პრობლემებიდან ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს. ამავე მეთოდს მიმართავდა ჰიტლერიცო, აღნიშნა მინისტრმა. ეს გამონათქვამი გერმანიის პრესის ფურცლებზე მოხვდა და აღშფოთება გამოიწვია როგორც გერმანიაში, ისე შეერთებულ შტატებში. იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ მას არასწორად გაუგეს.
XS
SM
MD
LG