Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ცნობილი გახდა წერილის შესახებ


დღეს ცნობილი გახდა წერილის შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს 12 სექტემბერს.

დღეს ცნობილი გახდა წერილის შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს 12 სექტემბერს.
წერილს სრული სახით გაგაცნობთ: ”ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ამერიკელი ხალხი დიდად მადლიერია ქართველი ხალხისა და პირადად თქვენი, იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც შეგაქვთ ტერორიზმისგან მსოფლიოს განთავისუფლების კამპანიაში. გასული წლის 11 სექტემბერს შეტევა უშუალოდ შეერთებულ შტატებზე განხორციელდა. მაგრამ ტერორიზმი საფრთხეს უქადის ყველა იმ ხალხის მომავალს, რომელსაც სურს მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა. ვერთიანდებით რა ტერორიზმის დასამარცხებლად, შეუპოვრობისა და გამბედაობის წყალობით აუცილებლად გავიმარჯვებთ. საქართველოს გადაწყვეტილება, მტკიცედ დაუკავშიროს თავისი ნება შემწყნარებლობისა და ურთიერთგაგების პრინციპების დაცვას, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთად ვიღვაწებთ ისეთი მსოფლიოს შესაქმნელად, რომელიც დააფასებს მასში მცხოვრებ ადამიანებს და მისცემს მათ თავისუფალ და იმედით აღსავსე მომავალს. გულწრფელად, ჯორჯ ბუში”, ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში ედუარდ შევარდნაძის მიმართ.
XS
SM
MD
LG