Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ


დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვაშინგტონში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.

დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ვაშინგტონში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.
მოლაპარაკებები ერაყის საკითხს შეეხებოდა. შეხვედრის შემდეგ იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები ემხრობიან იმას, რომ ბაღდადმა გაეროს ყველა რეზოლუცია შეასრულოს და ერაყში განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები დაბრუნდნენ. მაგრამ მას არ უთქვამს, მიაჩნია თუ არა მოსკოვს საკმარისად ერაყის საკითხში გაეროს რეზოლუციები. ადრე რუსეთმა განაცხადა, რომ ვინაიდან ბაღდადი დათანხმდა ინსპექტორების შეშვებას, არ არის საჭირო უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუცია. ბუში დაიმუქრა, რომ ძალას გამოიყენებს ერაყის წინააღმდეგ, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო არ დაამტკიცებს ერაყის განიარაღების ახალ, უფრო მკაცრ რეზოლუციას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ბუშთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ერაყში განიარაღების ინსპექტორთა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას.
XS
SM
MD
LG