Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მოეწყო. არაოფიციალური


გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მოეწყო. არაოფიციალური შედეგების თანახმად, ლიდერობს ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების ალიანსი,

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მოეწყო. არაოფიციალური შედეგების თანახმად, ლიდერობს ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების ალიანსი,
რომელსაც ედმუნდ შტოიბერი უდგას სათავეში. ამომრჩეველთა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ალიანსმა ხმების 39 პროცენტი მოაგროვა, რაც შტოიბერმა თავის მხარდამჭერებს თვითონვე აუწყა: [ედმუნდ შტოიბერის ხმა, შეძახილები, ტაში] კანცლერ გერჰარდ შრიოდერის მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 37 პროცენტზე ოდნავ მეტმა. მაგრამ შრიოდერი, როგორც ვარაუდობენ, თავის პოსტს შეინარჩუნებს; რადგან კოალიციაში სოციალ-დემოკრატების პარტნიორმა – “მწვანეთა” პარტიამ – დაახლოებით 9 პროცენტი მოაგროვა, ხოლო ქრისტიან-დემოკრატების შესაძლო პარტნიორს – თავისუფალ დემოკრატებს – ხმების 7 პროცენტი დაუგროვდა. დემოკრატიული სოციალიზმის პარტიამ (ყოფილმა კომუნისტურმა პარტიამ) ხუთპროცენტიანი ზღუდე ვერ გადალახა.
XS
SM
MD
LG