Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სომხეთს აფრთხილებს,

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სომხეთს აფრთხილებს,
რომ ასამბლეაში ამ ქვეყნის სტატუსი უარყოფითად შეიცვლება, თუ ის ივნისამდე არ გააუქმებს სიკვდილით დასჯას. როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, ევროპის საბჭო მოითხოვს სიკვდილით დასჯის ”სრულ გაუქმებას, გამონაკლისებისა და შეზღუდვების გარეშე”. 1990 წლიდან სომხეთს არაოფიციალური მორატორიუმი აქვს გამოცხადებული სიკვდილით დასჯაზე. მაგრამ ამას წინათ პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომლის მიხედვით შესაძლებელია სიკვდილის მისჯა პარლამენტზე 1999 წლის თავდასხმაში მონაწილე 5 ადამიანისათვის. ამ თავდასხმამ უმაღლესი რანგის 8 ოფიციალური პირის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG