Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ აგვისტოში საქართველოს საზღვარზე


საქართველოს მთავრობამ აგვისტოში საქართველოს საზღვარზე დაკავებული 13-დან 5 ჩეჩენი პირი რუსეთს გადასცა.

საქართველოს მთავრობამ აგვისტოში საქართველოს საზღვარზე დაკავებული 13-დან 5 ჩეჩენი პირი რუსეთს გადასცა.
ამ აქტს პროტესტი მოჰყვა საქართველოში. ადამინის უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ამით საერთაშორისო სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია, სამხედრო ტყვეები საქართველოში უნდა გაესამართლებინათ.
იჩქერიის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საქართველოში, ხიზრი ალდამოვმა ასევე პროტესტი გამოთქვა და განაცხადა, რომ სცოდნოდათ დაკავებულ პირებს, რომ რუსეთისთვის გადაცემას უპირებდნენ, არ ჩაბარდებოდნენ ქართველებს მშვიდობიანადო.
აღსანიშნავია, რომ ჩეჩენი მებრძოლების საპატიმროდან გაყვანისას მოხდა შეხლა-შემოხლა სპეცჯარსა და ჩეჩენ და ქართელ პატიმართა შორის.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აქტს კანონიერად თვლის.
XS
SM
MD
LG