Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო მეთვალყურეებმა განაცხადეს


საერთაშორისო მეთვალყურეებმა განაცხადეს,

საერთაშორისო მეთვალყურეებმა განაცხადეს,
რომ შაბათს ჩატარებული საყოველთაო არჩევნები ბოსნიაში, თავისუფალი და სამართლიანი იყო და სავსებით ჰპასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს. არჩევნებს, 400-ზე მეტი საერთაშორისო მეთვალყურე დაესწრო. ეუთოს სამეთვალყურეო ჯგუფის ხელმძღვანელმა პიტერ დე გრემმა, ხუთი ოქტომბრის არჩევნებს ბოსნიაში, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ბოსნიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლიდია კორაჩმა თქვა, რომ არჩევნების მსვლელობისას არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. არჩევნების საბოლოო შედეგი სულ მალე გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG