Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ამერიკული


ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ამერიკული და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავების მიერ მორიგი დარტყმა განხორციელდა.

ერაყის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე ამერიკული და ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავების მიერ მორიგი დარტყმა განხორციელდა.
ამერიკელი სამხედროების თქმით, თვითმფრინავებმა დაბომბეს აეროდრომი სამხრეთის საპორტო ქალაქ ბასრასთან მას შემდეგ, რაც ქვემოდან ცეცხლი დაუშინეს მოგუშაგე თვითმფრინავებს. ამერიკელების განცხადებით, ბასრის აეროდრომს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ფუნქციები აქვს. ერაყის ავიაციის უწყების წარმომადგენელმა დაგმო დღევანდელი იერიში და მას სამოქალაქო აეროპორტის წინააღმდეგ მოწყობილი აგრესიული აქტი უწოდა. ერაყის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დარტყმის შედეგად დაინგრა სარადარო სისტემა, დაზიანდა სამგზავრო და მომსახურების შენობები.
XS
SM
MD
LG