Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს


აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
ეს ჯილდო კარტერს გადაეცემა საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში მრავალწლიანი მონაწილეობისთვის, დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლისთვის. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ მისმა თავმჯდომარემ, გუნარ ბერგემ გამოაცხადა: [გუნარ ბერგეს ხმა] “ვითარებაში, როცა მუდამ არსებობს ძალის გამოყენების საფრთხე, კარტერმა უერთგულა პრინციპს, რომ კონფლიქტები, თუ ამის საშუალება არსებობს, მოგვარებულ უნდა იქნეს შეამავლობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, რაც უნდა ემყარებოდეს საერთაშორისო კანონმდებლობას, ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ეკონომიკურ განვითარებას.” გუნარ ბერგემ დასძინა, რომ ნობელის სამშვიდობო პრემიის კარტერისთვის მინიჭება გაგებულ უნდა იქნეს, აგრეთვე, როგორც კრიტიკა ვაშინგტონის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ არჩეული პოლიტიკური კურსისა.
XS
SM
MD
LG