Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტის აჰმედ ზაკაევის


რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტის აჰმედ ზაკაევის განცხადებით, ჩეჩნეთის მხარე ამოწმებს ინფორმაციას 4 ოქტომბერს საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული 5 ჩეჩენიდან ერთ-ერთის დაღუპვის შესახებ.

რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტის აჰმედ ზაკაევის განცხადებით, ჩეჩნეთის მხარე ამოწმებს ინფორმაციას 4 ოქტომბერს საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული 5 ჩეჩენიდან ერთ-ერთის დაღუპვის შესახებ.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში ზაკაევმა აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ერთი ექსტრადირებული – ჰუსეინ აზიევი – მართლაც დაიღუპა, მაგრამ ზუსტი მონაცემები იჩქერიის ხელისუფლებას არ მოეპოვება. ზაკაევის თქმით, ჰუსეინ აზიევი იმ 13 შეიარაღებულ ჩეჩენს შორის იყო, რომლებიც აგვისტოში ქართველ მესაზღვრეებს ჩაბარდნენ. მისივე ვარაუდით, საქართველო, რომელიც ჩეჩნეთის საკითხში რამდენიმე წლის მანძილზე უძლებდა რუსეთის ზეწოლას, ექსტრადიციაზე აშშ-ის ჩარევის შემდეგ დათანხმდა.
XS
SM
MD
LG