Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა გააკრიტიკა ბაღდადის ახალი წინადადებები


ვაშინგტონმა გააკრიტიკა ბაღდადის ახალი წინადადებები, რომლებიც ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა მუშაობის განახლებას ეხება.

ვაშინგტონმა გააკრიტიკა ბაღდადის ახალი წინადადებები, რომლებიც ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტთა მუშაობის განახლებას ეხება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ერაყი განაგრძობს “სიტყვიერ თამაშს” გაეროსთან და მას ურთიერთგამომრიცხავ წინადადებებს სთავაზობს. შაბათს ერაყმა გაეროს ექსპერტთა საგანგებო კომისიასა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც პირობას დებს, რომ ურთიერთთანამშრომლობის ხელისშემშლელი ყველა ზღუდე დაძლეულ იქნება. მაგრამ გაეროს დიპლომატთა ცნობით, წერილი არ შეიცავს ოფიციალურ თანხმობას სადამ ჰუსეინის საპრეზიდენტო სასახლეთა რვა კომპლექსის ინსპექციაზე. არადა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბაღდადი სწორედ ამ კომპლექსებში აწარმოებს მასობრივი განადგურების იარაღს.
XS
SM
MD
LG