Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო


დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ტურნირში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ტურნირში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ გადამწყვეტ შესარჩევ შეხვედრაში, რომელსაც 50 ათასამდე მაყურებელი დაესწრო, მასპინძლებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს – 17:13. საქართველოს მორაგბეთა კავშირის თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ ეს გამარჯვება ევერესტზე ასვლას შეადარა. მართლაც, ქართული სპორტის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა სათამაშო სახეობებში ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. ფინალური ტურნირი 2003 წლის შემოდგომაზე, ავსტრალიაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG