Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ

საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილემ ვლადიმირ პრონიჩევმა დღეს ვერტმფრენით დაათვალიერეს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ე.წ. პრობლემური მონაკვეთი.

როგორც ვალერი ხაბურძანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათთან ერთად იმყოფებოდა დსთ-ის ანტიტერორისტული ცენტრის დელეგაცია, რომელსაც ამ ორგანიზაციის დირექტორი ვიქტორ მელნიკოვი ხელმძღვანელობდა. მანამდე სტუმრებს პანკისის ხეობა ავტომანქანებით დაათვალიერებინეს. ბრიფინგზე გამოსვლისას, ვლადიმირ პრონიჩევმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ერთობლივი გაკონტროლების ტერმინმა არავინ უნდა შეაშინოს, რადგან იგი აღნიშნავს შეთანხმებულ მოქმედებებს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ სახელმწიფოში ხორციელდება. პრონიჩევის თქმით, ამგვარი თანამშრომლობის მიზანია სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაძლიერება და შეიარაღებული ბანდფორმირებებისა თუ ცალკეული პირების უკანონო გადაადგილების აღკვეთა.
XS
SM
MD
LG