Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის პოლიციის ცნობით, გახსნილ იქნა


ავსტრიის პოლიციის ცნობით, გახსნილ იქნა მსხვილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთ ევროპაში ადამიანთა ტრეფიკინგს ეწეოდა.

ავსტრიის პოლიციის ცნობით, გახსნილ იქნა მსხვილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთ ევროპაში ადამიანთა ტრეფიკინგს ეწეოდა.
ეს წარმატება შესაძლებელი გახადა ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებათა მჭიდრო თანამშრომლობამ. მიღებულ ცნობებში ნათქვამია, რომ ხსენებულმა ორგანიზიციამ რუსეთიდან, საქართველოდან, მოლდავეთიდან, ერაყიდან, ჩინეთიდან, ალჟირიდან და სხვა ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპაში უკანონოდ გადაიყვანა ათასობით ლტოლვილი თუ არალეგალური იმიგრანტი. დეტალების შესახებ ხვალისთვის, ავსტრიაში დანიშნულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG