Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქება კუნძულ ბალიზე ტერორიზმის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნას მოასწავებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ინდონეზიის კურორტ ბალიზე შაბათის აფეთქებას ანტიტერორისტულ კამპანიაში, რომელსაც შეერთებული შტატები უძღვება, ახალი გეოგრაფიული ფრონტის გახსნა მოჰყვება.



ამჯერად ეს არც ამერიკის საელჩო, სამხედრო ობიექტი თუ საფინანსო დაწესებულება იყო, არამედ ღამის კლუბი, რომლის სტუმრები როგორც წესი, ევროპელები და ავსტრალიელები არიან, და რომელშიც, ხშირად, ინდონეზიელებს საერთოდ არ უშვებენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავდასხმას “საზარელი” უწოდა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰოვარდმა ის დაახსაიათა როგორც “ბარბაროსული აქტი.”

სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა განკარგულება ამერიკელი დიპლომატების ოჯახებისა და საელჩოს დამხმარე პესონალის ევაკუაციის შესახებ.

აფეთქების შედეგად გაიზრდება ზეწოლა ინდონეზიის მთავრობაზე. მისგან მოითხოვენ, უფრო სერიოზულად მოეკიდოს ტერორიზმის საშიშროებას ქვეყნის შიგნით.

ინდონეზია არის საკმაოდ გაჭვირვალე საზღვრებისა და სუსტი კანონაღმსრულებელი ძალების მქონე მაჰმადიანური ქვეყანა. ამერიკელი და სინგაპურელი ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ “ალ ყაიდის” ჯგუფები ინდონეზიაში იმალებიან. ინდონეზიის მთავრობა, ბოლო დრომდე უგულებელყოფდა ამ გაფრთხილებებს.

მაგრამ, როგორც აღნიშნა თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, “ამ აფეთქებამ, ინდონეზიელების აზრი ტერორიზმის შესახებ შეცვალა ისევე, როგორც ჩვენთან 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტებმაო”.
თავდასხმა კარგად იყო დაგეგმილი. აფეთქების ადგილი შერჩეული იყო ისე, რათა შიშის ტალღები გავრცელებულიყო შორს, ბალის კუნძულის, მშვიდი და პოპულარული კურორტის, გარეთ.

ბოლო ათეული წლის განმავლობაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერორიტსტული აქტი მსოფლიოში, და მისი მიზანია, როგორც ჩანს ძირი გამოუთხაროს უსაფრთხოების გრძნობას ყველგან, მსოფლიოს ყველაზე შორეულ კუთხეშიც კი.

თუმცა პასუხისმგებლობა აფეთქებაზე არავის არ უკისრია, ამერიკელი და ავსტრალიელი ოფიციალური პირები ვარაუდობენ, ადრე შეგროვილი ინფორმაციისა და აფეთქების ხასიათის გათვალისწინებით, რომ აფექების ავტორი შეიძლება იყოს რეგიონული ფუნდამენტალისტური ორგანიზაცია “ჯემაა ისლამია”, რომელსაც ვინმე აბუ ბაქარ ბაშირი უდგას სათავეში. ამ ჯგუფის წევრებიდან ბევრმა წვრთნა “ალ ყაიდის” ბაზებე გაიარა. ავსტრალიის წყაროებით, ამ ორგანიზაციას “ალ ყაიდასთან” როგორც ფინანსური, ისე პირადი კავშირები აქვს.

როგორც აღნიშნა ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა “აფეთქების ხასიათი მიუთითებს, რომ ის სცდება ინდონეზიის ტერორისტების გამოცდილებას.” აფეთქების სიძლიერით ის 1998 წელს აფრიკაში ამერიკის საელჩოების აფეთქებებს უტოლდება.

მოსალოდნელია, რომ ეს აქტი გაამტკიცებს ინდონეზიის პრეზიდენტის ქ-ნ მეგავათი სუკარნოპუტის მთავრობის იმ ელემენტების პოზიციას, რომლებიც ტერორიზმისა და ბაშირის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას მოითხოვენ.

მაგრამ მას მოუხდება ვიცე-პრეზიდენტ ჰამაზ ჰაზისა და მისი მომხრეების წინააღმდეგობის გადალახვა. ეს ბანაკი დაუფარავად ემხრობა ბაშირის.
XS
SM
MD
LG