Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დღეს


ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დღეს 3 ადამიანი დაიღუპა ფილიპინებში

ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დღეს 3 ადამიანი დაიღუპა ფილიპინებში
სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა დღეს ფილიპინების დედაქალაქ მანილის შემოგარენში, როცა სამგზავრო ავტობუსში აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით არავის უკისრია ამ აფეთქების პასუხისმგებლობა. თუმცა ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ეს ტერორისტული აქტი ისლამისტ ექსტრემისტთა დაჯგუფების, ”ალ-ყაიდასთან” დაკავშირებული ”აბუ საიაფის” ნახელავია. მალინაში უშიშროების საგანგებო ზომები იქნა მიღებული ფილიპინების მეორე ქალაქ ზამბოანგაში გუშინდელი აფეთქების შემდეგ, რამაც 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 100-ზე მეტი – დაიჭრა.
XS
SM
MD
LG