Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პანკისის ხეობაში მყოფი ლტოლვილების დაბრუნება


“პანკისის ხეობაში მყოფი ლტოლვილების დაბრუნება ჩეჩნეთში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, კატეგორიულად გამორიცხულია”

“პანკისის ხეობაში მყოფი ლტოლვილების დაბრუნება ჩეჩნეთში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, კატეგორიულად გამორიცხულია”
- ჩეჩენი ლტოლვილების საქმეთა საზოგადოებრივი კომიტეტის თავმჯდომარის, ჰუსეინ საიდოვის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. როგორც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სააგენტოს განუცხადა, ჩეჩნეთში დაბრუნება “ნაღდ სიკვდილს ნიშნავს”. საიდოვის თქმით, ამ საკითხის გადასაწყვეტად რუსეთის ნებისმიერი ნაბიჯები იმთავითვე ჩაშლისთვის არის განწირული. მან დასძინა, რომ ლტოლვილები არასდროს წავლენ დიალოგზე რუსეთის წარმომადგენლებთან, რადგან არ სჯერათ მოსკოვის დაპირებებისა. “ლტოლვილები წავლენ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც მათ მიიღებს და რომელზეც არ ვრცელდება რუსეთის გავლენა, რასაც საქართველოზე უკვე ვეღარ იტყვი”, განაცხადა ჰუსეინ საიდოვმა.
XS
SM
MD
LG