Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნოგორიაში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების


ჩერნოგორიაში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის, მილო ჯუკანოვიჩის კოალიციამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

ჩერნოგორიაში კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის პრეზიდენტის, მილო ჯუკანოვიჩის კოალიციამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.
ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ჯუკანოვიჩის მომხრეებმა 75-დან 39 სადეპუტატო მანდატი მიიღეს. ჯუკანოვიჩმა ახალ მთავრობაში ალბანური პარტიების წარმომადგენელთა მოწვევისთვის და ქვეყანაში სტაბილურობის აღდგენისათვის მზადყოფნა გამოთქვა. მან ხაზი გაუსვა, რომ იუგოსლავიის ფედერაციის რეფორმირების მომხრეა, რაც ფედერაციის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი რესპუბლიკის - სერბიისა და ჩერნოგორიის შექმნას გულისხმობს.
XS
SM
MD
LG