Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერეზოვსკისა და მის ორ თანასაქმოსანს


ბერეზოვსკისა და მის ორ თანასაქმოსანს - ოფიციალური ბრალდება წაუყენეს.

ბერეზოვსკისა და მის ორ თანასაქმოსანს - ოფიციალური ბრალდება წაუყენეს.
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სახსრების უკანონოდ მითვისების ოფიციალური ბრალდება წაუყენა ცნობილ ბიზნესმენს ბორის ბერეზოვსკისა და მის თანასაქმოსნებს – ბადრი პატარკაციშვილსა და იულია დუბოვას. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ, ვლადიმირ კოლესნიკოვმა აცნობა სააგენტო ”ინტერფაქსს”, წაყენებული ბრალდება, ქარხანა ”ავტოვაზში” ავტომანქანების მოპარვის საქმის გამოძიებასთანაა დაკავშირებული. კოლესნიკოვის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას განზრახული აქვს ბერეზოვსკიზე, პატარკაციშვილსა და დუბნოვაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს. სამივე ამ პირის ქონებას რუსეთში, ყადაღას დაადებენ. სამივე ბრალდებული ამჟამად, საზღვარგარეთ ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG