Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ გაეროს


აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მომავალი კვირის ბოლომდე კენჭი უყაროს ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის პროექტს.

აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ მომავალი კვირის ბოლომდე კენჭი უყაროს ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუციის პროექტს.
ამის შესახებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ჯეიმს კანინგენმა განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერაყის პრობლემის არაოფიციალური განხილვის დროს. საფრანგეთი და რუსეთი ცდილობენ ცვლილებები შეიტანონ აშშ-ის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, ვინაიდან შიშობენ, რომ ფორმულირების უცვლელად დატოვება უფლებას მისცემს ვაშინგტონს - სამხედრო ძალა გამოიყენოს ერაყის წინააღმდეგ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ დე ვილპენმა განაცხადა, რომ პარიზი ვაშინგტონთან ითანამშრომლებს აშშ-ის მიერ წარდგენილი პროექტის კორექტირების საკითხში, მაგრამ თუ ეს უშედეგოდ დამთავრდა, მაშინ საფრანგეთი რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს წარადგეს ოფიციალურად უშიშროების საბჭოში.
XS
SM
MD
LG