Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფისკალურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის


ფისკალურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის განცხადებით, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის არავითარი წინაპირობა არ არსებობს.

ფისკალურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის გიორგი ისაკაძის განცხადებით, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის არავითარი წინაპირობა არ არსებობს.

ისაკაძე ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა სიორიძის მტკიცებას, რომ მთავრობაში სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის შესაძლებლობას განიხილავენ.
პრაიმ-ნიუსს მოჰყავს ისაკაძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით პროგრესი აშკარაა, რაც ხუთშაბათს გამართულ ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის ეკონომიკური ბლოკის კომიტეტებმაც დაადასტურეს. ისაკაძის თქმით, წლის ბოლომდე დარჩენილ სამ თვეში ხელისუფლება ძალისხმევას მიმართავს საბიუჯეტო პროცესებში უკვე დამკვიდრებული დადებითი ტენდენციების გასაღრმავებლად.
XS
SM
MD
LG