Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ისევ დაბლოკა გაეროს უშიშროების


რუსეთმა ისევ დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხის განხილვა.

რუსეთმა ისევ დაბლოკა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხის განხილვა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ. მისი თქმით, 4 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა განეხილა კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეებისადმი გაეროს გენერალური მდივნის მიმართვის ტექსტი, რომელიც ე.წ. "ბოდენის დოკუმენტის" განხილვისკენ მოწოდებასაც შეიცავდა, მაგრამ რუსეთის წარმომადგენელმა ამ ტექსტის მიღებაზე თანხმობა მიზანშეუწონლად მიიჩნია. კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ რუსეთის ასეთ პოზიციას ჩიხში შეჰყავს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი. მანვე დასძინა, რომ სწორედ რუსეთის მხარის ასეთი დესტრუქციული პოზიცია ჰმატებს ამბიციებს აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც უარს ამბობენ საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის ნებისმიერი სტატუსის განხილვაზე.
XS
SM
MD
LG