Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაძლოა ტერორისტულ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანოს ჩეჩენ მეამბოხეთა დაჯგუფებები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეიტანოს ჩეჩენ მეამბოხეთა დაჯგუფებები
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ფილიპ რიკერს არ უთქვამს კონკრეტულად, სახელდობრ რომელი დაჯგუფებები შეიძლება აღმოჩნდნენ ხსენებულ სიაში. ფილიპ რიკერმა მოუწოდა ჩეჩნეთის ლიდერებს დაგმონ ტერორისტული აქტები და გაწყვიტონ ყოველგვარი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან. იმ დაჯგუფებებს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს ოფიციალურად შეყვანილი შეერთებულ შტატებს, აკრძალული აქვთ ამერიკაში სახსრების შეგროვება, ანდა ამერიკელი მოქალაქეებისაგან შემოწირულობების მიღება. გარდა ამისა, ამ დაჯგუფებათა წევრებს აკრძალული აქვთ აშშ-ში შესასვლელი ვიზის მიღება. მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება განამტკიცებს ამერიკა-რუსეთის თანამშრომლობას და იმავდროულად უფრო ეძექტიანს გახდის საერთაშორისო ანტიტერორისტულ კოალიციას.
XS
SM
MD
LG