Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა აქტივისტები და ვექილები


ადამიანის უფლებათა აქტივისტები და ვექილები აცხადებენ,

ადამიანის უფლებათა აქტივისტები და ვექილები აცხადებენ,
რომ რუსეთის ხელისუფლებამ უკანონოდ დააბრუნა სამშობლოში თურქმენეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი თანამშრომელი, სადაც მურად გარაბაევი მას შემდეგ ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული. მოსკოვში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის მემორიალის წარმომადგენელმა ვიტალი პონომარიოვმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, მურად გარაბაევი 24 ოქტომბერს გადასცეს თურქმენეთის ხელისუფლებას. გარაბაევის ექსტრადიციის ფაქტი არც მოსკოვს დაუდასტურებია და არც აშღაბადს. თურქმენეთის პროკურატურა აცხადებს, რომ გარაბევმა ქვეყნის ხაზინიდან 42 მილიონი დოლარი მიითვისა. გარაბაევის რუს ვექილს ანა სლავიცკაიას მიაჩნია, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება გარაბაევის ექსტრადიციის შესახებ უკანონოა, და რომ პარასკევს მან ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში, სტრასბურგში შეიტანა სარჩელი. პონომარიოვმა განაცხადა, რომ გარაბაევის დედა და და გასულ თვეს დააპატიმრეს თურქმენეთში.
XS
SM
MD
LG