Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა ფრთხილი ოპტიმიზმით გამოეხმაურა თურქეთის


ევროპა ფრთხილი ოპტიმიზმით გამოეხმაურა თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გამარჯვებას.

ევროპა ფრთხილი ოპტიმიზმით გამოეხმაურა თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გამარჯვებას.
ევროპის კავშირი მიესალმა პარტიის პროდასავლურ განცხადებებს, მაგრამ დასძინა, რომ თურქეთის ახალ ლიდერებს მათი საქმეებით განსჯიან. ევროპის კავშირის გაფართოებისთვის პასუხისმგებელმა კომისარმა ჟან-კრისტოფ ფილორიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცნობად იღებს თურქეთის არჩევნების შედეგს, მაგრამ დასკვნებისგან თავს შეიკავებს, ვიდრე ახალ მთავრობას საქმეში არ იხილავს. ფილორის თქმით, თურქეთმა კარგად უწყის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა დეკემბერში, ევროკავშირის კოპენჰაგენის სამიტზე, დადგენილ იქნეს თურქეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დაწყების თარიღი.
XS
SM
MD
LG