Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის ვარაუდით, გაეროს უშიშროების


აშშ-ის პრეზიდენტის ვარაუდით, გაეროს უშიშროების საბჭოში ხვალ გაიმართება კენჭისყრა ერაყზე რეზოლუციის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტის ვარაუდით, გაეროს უშიშროების საბჭოში ხვალ გაიმართება კენჭისყრა ერაყზე რეზოლუციის შესახებ.
ამ საკითხს ჯორჯ ბუში ხუთშაბათს ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეეხო. მისი თქმით, რეზოლუცია ითვალისწინებს "სერიოზულ საპასუხო ზომებს", თუ ერაყი უარს იტყვის განიარაღებაზე. იქვე ბუშმა ოპტიმისტურად შეაფასა უშიშროების საბჭოში რეზოლუციის დამტკიცების პერსპექტივა. პრესკონფერენციაზე ჯორჯ ბუში სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის იყო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. ბუშის თქმით, თუ ის ამ არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ისევ დიკ ჩეინის წარადგენს.
XS
SM
MD
LG