Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების წევრი 15-ვე სახელმწიფო


გაეროს უშიშროების წევრი 15-ვე სახელმწიფო მიემხრო რეზოლუციას, რომელიც ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების მუშაობის უფრო მკაცრი პირობებით განახლებას ითვალისწინებს

გაეროს უშიშროების წევრი 15-ვე სახელმწიფო მიემხრო რეზოლუციას, რომელიც ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების მუშაობის უფრო მკაცრი პირობებით განახლებას ითვალისწინებს
და ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში "სერიოზული ზომებით" იმუქრება. რეზოლუცია ბაღდადისაგან მოითხოვს განიარაღების ექსპერტებისათვის სამხედრო ობიექტების დაუყოვნებლივ და უპირობოდ დათვალიერების უფლების მინიჭებას, რათა ექსპერტებმა შეამოწმონ, ფლობს თუ არა ერაყი ატომურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს. რეზოლუციის დამტკიცებას გაეროს უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრის მიერ გაეროს გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა უწოდა ერაყის შანსი, ბოლო მოუღოს თავის იზოლაციას. კოფი ანანის სიტყვებით: [ანანის ხმა] "ერაყის ხელმძღვანელობას მოვუწოდებ, თავისი ხალხისა და მსოფლიო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით: თანდათან ბოლო მოუღოს იზოლაციას და ერაყელი ხალხის ტანჯვას". კენჭისყრის შემდეგ გაეროს განიარაღების ექპერტთა გუნდის ხელმძღვანელმა, ჰანს ბლიქსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ექსპერტთა პირველი ჯგუფი ბაღდადში 18 ნოემბერს ჩავა. ბაღდადს ჯერ არ გამოუცხადებია რეზოლუციის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG