Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა ორდღიანი დებატების შემდეგ

საქართველოს პარლამენტმა ორდღიანი დებატების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, არ შეფასდა მთავრობის საქმიანობა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის პარამეტრების შესრულებასთან დაკავშირებით.

მთავრობის საქმიანობისათვის შეფასების გაკეთებას მხარი დაუჭირეს ფრაქციებმა "ახალი მემარჯვენეები", "დემოკრატები", "მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის" და "ტრადიციონალისტი". ხოლო ფრაქციებმა "აღორძინება" და "ერთიანი საქართველო" სხდომა დატოვეს, რადგან, მათი აზრით, ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ეკისრება.
XS
SM
MD
LG