Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში შეიარაღებულმა მამაკაცებმა ააფეთქეს სახლი


ჩეჩნეთში შეიარაღებულმა მამაკაცებმა ააფეთქეს სახლი, სადაც მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მძევალთა აყვანაში მონაწილე ერთ-ერთი ქალი ცხოვრობდა.

ჩეჩნეთში შეიარაღებულმა მამაკაცებმა ააფეთქეს სახლი, სადაც მოსკოვის თეატრალურ ცენტრში მძევალთა აყვანაში მონაწილე ერთ-ერთი ქალი ცხოვრობდა.
როგორც აჩხოი მარტანის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, შამილ ბურაიევმა ჟურნალისტებს უთხრა, საქმე, სავარაუდოდ, შურისძიების აქტს ეხება. მისივე თქმით, შეიარაღებულმა, შენიღბულმა მამაკაცებმა შენობის აფეთქებამდე იმ მყოფი ადამიანები გარეთ გაიყვანეს. ეს ადამიანები არიან მძევლების აყვანაში მონაწილე ქალებიდან ერთ-ერთის - ასეტ გიშნურკაევას ნათესავები. გიშნურკაევა მოსკოვის თეატრალურ ცენტრში უშიშროების ძალების სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ამასობაში, კრემლის წარმომადგენელმა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, აბდულ ხაკიმ სულტიგოვმა დაგმო გიშნურკაევას სახლის დანგრევა. მან ამ აქტს მიუღებელი უწოდა და ჩეჩნეთში რუსეთის ჯარების სარდლობისაგან მოიერიშეთა ვინაობის გარკვევა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG