Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დღეს მოიწონა


რუსეთის ფედერაციის საბჭომ დღეს მოიწონა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის შესწორებები.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დღეს მოიწონა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის შესწორებები.
შესწორებები ზღუდავს მასმედიას ანტიტერორისტული ოპერაციების გაშუქებისას. 145-მა სენატორმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, ერთი წინააღმდეგი იყო, ორმა თავი შეიკავა. რიგი პოლიტიკოსების აზრით, შესწორებები ქვეყანაში ცენზურას აკანონებს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის პირველმა მოადგილემ ვალერი მანილოვმა განაცხადა, რომ შესწორებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG