Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არ დაუშვებს აფხაზ სეპარატისტთა


საქართველო არ დაუშვებს აფხაზ სეპარატისტთა მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში,

საქართველო არ დაუშვებს აფხაზ სეპარატისტთა მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში,
რომელზეც, ნოემბრის მეორე ნახევარში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება უნდა განიხილონ. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად მუკბანიანმა განაცხადა სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრის ანრი ჯერგენიასა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ლოშინინის შეხვედრის კომენტირებისას. ამ შეხვედრაზე ჯერგენიამ თხოვნით მიმართა რუსეთს, მხარი დაუჭიროს სოხუმის წარმომადგენლების მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს აღნიშნულ სხდომაში. მუკბანიანის განცხადებით, რუსები უკვე დიდი ხანია აქეზებენ აფხაზ სეპარატისტებს და უკვე გაკვირვებას არ იწვევს ის ფაქტიც, რომ ვალერი ლოშინინმა მხარი დაუჭირა ჯერგენიას ამ თხოვნას.
XS
SM
MD
LG