Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სოხუმის ამჟამინდელ ხელისუფლებას საქართველო არასოდეს


"სოხუმის ამჟამინდელ ხელისუფლებას საქართველო არასოდეს სცნობს" - განაცხადა ორშაბათის ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ.

"სოხუმის ამჟამინდელ ხელისუფლებას საქართველო არასოდეს სცნობს" - განაცხადა ორშაბათის ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სოხუმის ხელმძღვანელებთან, მართალია, მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ მათი აღიარების შესახებ საუბარიც არ არის. ასეთი იყო შევარდნაძის კომენტარი იმაზე, რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა სოხუმის მოთხოვნას, მონაწილეობა მიიღოს 22 ნოემბრისთვის დანიშნულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში. პრეზიდენტის განცხადებით, ამ განზრახვის განხორციელებას "რეალური პერსპექტივა არ გააჩნია". ამავე დროს, პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას სიტყვები იმის თაობაზე, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაში სოხუმის დელეგაციის მონაწილეობის საკითხი სამშაბათს გაირკვევა. შამბამ განაცხადა, რომ სხდომაზე აფხაზთა დელეგაციის დასწრებით დაინტერესდნენ არა მხოლოდ რუსეთი, არამედ გაეროს უშიშროების საბჭოს სხვა წევრებიც.
XS
SM
MD
LG