Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის საკითხებში რუსეთის მინისტრმა, სტანისლავ


ჩეჩნეთის საკითხებში რუსეთის მინისტრმა, სტანისლავ ილიასოვმა დღეს გამოაცხადა, რომ გაისად,

ჩეჩნეთის საკითხებში რუსეთის მინისტრმა, სტანისლავ ილიასოვმა დღეს გამოაცხადა, რომ გაისად,
მარტში გაიმართება რეფერენდუმი ჩეჩნეთის კონსტიტუციის შესახებ. ილიასოვის თქმით, კრემლმა მოიწონა კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთში შემავალი ჩეჩნეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკის შექმნას. რეფერენდუმი კონსტიტუციის შესახებ გზას მოუმზადებს ჩეჩნეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. საერთაშორისო თანამეგობრობა დაჟინებით მოითხოვს რუსეთისაგან ჩეჩნეთის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარებას. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, სეპარატისტი მეამბოხეები არ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესში.

XS
SM
MD
LG