Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ბელორუსიის


მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა,

მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა,
რომელიც ორი ქვეყნის ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა. პუტინის თქმით, ინტეგრაციის პროცესი, ცალკეული უთანხმოებების მიუხედავად, ნორმალურად მიმდინარეობს. 2005 წლისთვის ბულორუსიას დაგეგმილი აქვს, ქვეყანაში ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად რუსული რუბლი აქციოს. ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ინტეგრაციის პროცესში არსებობს პრობლემები, რომელთა დაუყოვნებელი მოგვარება აუცილებელია. ბელორუსიის პრეზიდენტის თქმით, ვიღაცას მოსკოვსა და მინსკს შორის შუღლის ჩამოგდება სურს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევს. "პასუხისმგებლობის გრძნობა ორივეს საკმარისად გვაქვს განვითარებული საიმისოდ, რათა ბარიკადების სხვადასხვა მხარეს არ ვიყოთო", დასძინა ლუკაშენკომ.
XS
SM
MD
LG