Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიის ზოგიერთი


წამყვანი: დავით პაიჭაძე, თბილისი ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიის ზოგიერთი

პრინციპის ურიერთწინააღმდეგობაზე ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია. სწორედ ამგვარი კოლიზიის კონტექსტში განიხილავენ ბოლოდროინდელ მოვლენებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში: ოპოზიციური ძალების გამარჯვება თბილისის საკრებულოში, რაც, მათივე რწმუნებით, საფუძველია ხელისუფლების შესაცვლელად, საეჭვო არავისთვის გამხდარა, მაგრამ ეჭვი და კითხვები აღძრა მათივე ძალისხმევამ, რომელიც საკრებულოს ასამოქმედებლად იყო მიმართული: რამდენიმე ძალისმიერი აქცია ქალაქში, 3 არჩეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა საკრებულოში, ერთი და იგივე დეპუტატები პარლამენტსა და ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში... რას უქადის საზოგადოებას ამგვარი ქმედებები იმ ოპოზიციური ორგანიზაციებისა, რომლებიც ხელისუფლებას სწორედ უკანონობის, ერთდროულად ძალადობისა და უნიათობის გამო უპირისპირდებიან? თუ ეს ყველაფერი მართლაც თავსდება ლიბერალური ღირებულებების (მაგალითად, ადამიანის არჩევანის თავისუფლებისა) და დემოკრატიის ჭიდილის ჩარჩოებში, სადაც უპირატესობა პირველს უნდა მიეკუთვნოს? ამ საკითხებზე სამსჯელოდ დავით პაიჭაძემ თბილისის სტუდიაში მიიწვია ექსპერტი, ორგანიზაცია "პირველი ლობის" ხელმძღვანელი ირაკლი მელაშვილი და პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" გენერალური მდივანი გოკა გაბაშვილი.

იხ. აუდიოვერსია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG